პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან K2 Black Panther-ის ტიპის 180  საბრძოლო ტანკის მიწოდების შესახებ მსხვილი კონტრაქტი გააფორმა

პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან K2 Black Panther-ის ტიპის 180 საბრძოლო ტანკის მიწოდების შესახებ მსხვილი კონტრაქტი გააფორმა.

Euronews-ის ცნობით, გარიგების დასრულების შემდეგ, 2030 წელს, ქვეყნის არმიას 1100-ზე მეტი ტანკი ეყოლება - მეტი, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ერთად აღებული.

კონტრაქტის ღირებულება 6 მილიარდ დოლარზე მეტია და მოიცავს არა მხოლოდ ტანკებს, არამედ 81 დამხმარე მანქანას, სასწავლო პროგრამებს, აღჭურვილობის შეკეთებისთვის საჭირო ინვენტარსა და ტექნოლოგიების გადაცემას. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და ბელარუსის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე ეს ვარშავის მასშტაბური გადაიარაღების პროგრამის კიდევ ერთი ნაბიჯია.

„ეს ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებისთვის, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. ეს პოლონეთში ტანკების წარმოების აღდგენის დასაწყისია“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

ამჟამად პოლონეთი თავდაცვაზე მშპ-ს 4.7%-ს ხარჯავს - ეს ნატოს ყველა ქვეყანას შორის ყველაზე მაღალი პროცენტული წილია. კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ალიანსში ჯავშანტექნიკის რაოდენობით პოლონეთს მხოლოდ თურქეთი (2,238 ტანკი) და საბერძნეთი (1,344) გაუსწრებენ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს