ბენიამინ ნეთანიაჰუ - მე ზუსტად მესმის, რა სურს „ჰამასს“ - მას არ სურს შეთანხმება, მას სურს ჩვენი დაშლა ამ საშინელი ვიდეოებით, ცრუ საშინელებათა პროპაგანდით, რომელსაც მთელ მსოფლიოში ავრცელებს, მაგრამ ჩვენ არ გავტყდებით

მე ზუსტად მესმის, რა სურს „ჰამასს“. მას არ სურს შეთანხმება. მას სურს ჩვენი დაშლა ამ საშინელი ვიდეოებით, ცრუ საშინელებათა პროპაგანდით, რომელსაც მთელ მსოფლიოში ავრცელებს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რითაც ისრაელელი მძევლის, ევიათარ დავიდისთვის გადაღებულ ვიდეოს გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის „შოკირებულია საშინელი ვიდეოებით“ და მძევლების ოჯახებს ესაუბრა.

„როდესაც მძევლები იღუპებიან საპყრობილეში, მათ გარშემო მყოფ „ჰამასის“ ურჩხულებს აქვთ ყველაფერი, რაც საჭმელად სჭირდებათ. ისინი აშიმშილებენ მძევლებს, როგორც ნაცისტები აშიმშილებდნენ ებრაელებს, მაგრამ ჩვენ არ გავტყდებით. მე კიდევ უფრო დიდი მტკიცე გადაწყვეტილებით ვარ აღსავსე, გავათავისუფლო ჩვენი ტყვე შვილები, გავანადგურო „ჰამასი“ და უზრუნველვყო, რომ ღაზამ აღარასდროს შეუქმნას საფრთხეს ისრაელს“, -განაცხადა მან.

ცნობისთვის, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზაში ისრაელელი მძევლის, ევიათარ დავიდის პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ის უკიდურესად გამხდარი და დასუსტებულია.

ვიდეოში დავიდი ამბობს, რომ არასაკმარის წყალსა და საკვებს იღებს, ძირითადად ოსპსა და ლობიოს ჭამს და რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი არ უჭამია. ვიდეოს ბოლოს დავიდი გვირაბში საფლავს თხრის და ამბობს, რომ ის შესაძლოა, აქ დაასაფლავონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს