მაია მწარიაშვილი - ბურთი მათ მოედანზეა, სამართლებრივად ერთი გადაწყვეტილებაა  სწორი - მზია ამაღლობელის გამამართლებელი განაჩენი, თუმცა ვნახოთ, მოსამართლე თუ დაგვანახებს სამართალს სასამართლო დარბაზში

ბურთი მათ მოედანზეა. სამართლებრივად ერთი გადაწყვეტილება არის სწორი - გამამართლებელი განაჩენი. ვნახოთ, მოსამართლე როგორ დაგვანახებს სამართალს სასამართლო დარბაზში, - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მწარიაშვილმა აღნიშნა, მას მზია ამაღლობელთან კომუნიკაციის და კონსულტაციის შესაძლებლობა არ ჰქონია.

„მოლოდინი მაქვს ყველანაირი, არაფერს გამოვრიცხავ. ბურთი მათ მოედანზეა. სამართლებრივად ერთი გადაწყვეტილება არის სწორი - გამამართლებელი განაჩენი. სამართალი არ არის მხოლოდ ის, რაც წერია მუხლებში, იმას, რაც წერია მუხლებში სამართლებრივი განმარტება სჭირდება. სამართალია ის, რაც დასანახია სასამართლო დარბაზებში. რასაც ვერ დაინახავთ სასამართლო დარბაზში და ვერ იგრძნობთ, ის არ არის სამართალი. ვნახოთ, მოსამართლე როგორ დაგვანახებს სამართალს სასამართლო დარბაზში. შეუძლია დღეს გამოაცხადოს გადაწყვეტილება, ან შემდეგ. შინაგანად მგონია, რომ დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა მწარიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა უნდა გაიმართოს და საბოლოო სიტყვა თავად ბრალდებულმა უნდა წარმოთქვას. სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე იყო ჩანიშნული. არ არის გამორიცხული, მოსამართლემ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.

მზია ამაღლობელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა