ადვოკატმა მოსამართლეს მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებით ექიმის მიერ გამოცემული ახალი დასკვნა გადასცა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრებულ ჟურნალისტს ერთ თვალში მხედველობა „პრაქტიკულად აღარ აქვს“

გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის ინფორმაციით, მზია ამაღლობელის მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდა.

კერძოდ, სასამართლოს მიმდინარეობისას, ადვოკატმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებით გაცემული დასკვნა გადასცა, სადაც ადვოკატის ინფორმაციით წერია, რომ ერთ თვალში პრაქტიკულად არ აქვს მხედველობა.

„ესაა ბოლო დღეების კვლევა მის თვალთან დაკავშირებით. აქ ნახავთ თქვენ, რომ მისი მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდა, ახლა მას ორივე თვალზე აქვს კერატოკონუსი. ერთ თვალში, პრაქტიკულად, არ არის მხედველობა და მეორე თვალში, სათვალის შემთხვევაში, მხოლოდ 30 პროცენტამდეა გაუმჯობესება შესაძლებელი“,- მიმართა მწარიაშვილმა მოსამართლეს.

ინფორმაციისთვის, მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

ინფორმაციისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია