ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას საზღვარგარეთ მანქანის ქირაზე სპეციალური ფასი მოყვება

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის საჩუქრები გრძელდება. ამჯერად, „ალდაგისა“ და SIXT-ის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც სამოგზაურო დაზღვევას onlinetravel.aldagi.ge - ზე შეიძენენ, ავტომობილის დაქირავების სერვისზე, მსოფლიოს მასშტაბით, სპეციალური ფასით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას, მომხმარებელი მიიღებს წვდომას SIXT-ის სისტემაზე, საიდანაც შეძლებს ექსკლუზიურ ფასად დაჯავშნოს/იქირაოს სასურველი ავტომობილი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

SIXT-ი ავტომობილების გაქირავების კომპანიაა, რომელიც ლიდერია გლობლურ ბაზარზე და 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

„პროექტი, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად დავიწყეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის მეტი სარგებლის შეთავაზებას გულისხმობს. ამჯერად, ბაზარზე პირველად, მომხმარებლებს საერთაშორისო მასშტაბის შეთავაზება გავუკეთეთ, რაც მანქანის დაქირავების სერვისზე, მეტ ფასდაკლებას გულისხმობს. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას შეიძენს“ - აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგი“ სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს უკვე სთავაზობს როუმინგოს 1გბ ინტერნეტს და 20%-იან ფასდაკლებას ყველა პაკეტზე. ახალი შეთავაზებით, კი, მოგზაურებს, კომფორტული დასვენებისთვის აუცილებელ, სრულ, პაკეტზე აქვთ წვდომა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს