ზვიად ქორიძე - მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს - ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა

მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს - ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ მზია ამაღლობელი დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავე ეს სისტემაა, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა ზვიად ქორიძემ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს განცდა, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენს დამოუკიდებლად გამოიტანს.

„საქართველოში ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე [ნინო სახელაშვილი] დამოუკიდებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან და პოლიტიკური ზეწოლისგან? მე ამის განცდა არ მაქვს, რომ ეს მოსამართლე დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებას. ჩემთვის მითი დასრულებულია, რომ თუნდაც ერთი, ორი ან სამი მოსამართლე მაინც იქნება დარჩენილი, რომელიც პატიოსანი და დამოუკიდებელი იქნება.

ეს ერთი დიდი კლანი და ერთი დიდი ნაგავია, რომელიც საქართველოდან არის გასატანი. ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა, სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი მართლწესრიგი და მართლმსაჯულება.

მან დღეს გადაწყვეტილება არ მიიღო, რადგან მას პოლიტიკური დავალება აქვს აწამოს მზია ამაღლობელი. მან ეს გააკეთა, როდესაც 4 რიცხვში, საბოლოო სხდომა ჩანიშნა, დღეს კი 400 კილომეტრზე ჩამოიყვანა, რომ საბოლოო სიტყვა ეთქვა და უკან გაუშვა, რომ 6 რიცხვში ისევ ჩამოიყვანოს.

ჩვეულებრივი ჯალათია, რომელიც აწამებს ადამიანს და უნდა, რომ ეს ადამიანი დამნაშავედ აქციოს. ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ მზია ამაღლობელი დამნაშავედ გამოიყვანოს. დამნაშავე არის მოსამართლე ნინო სახელაშვილი, ეს სასამართლო სისტემა. ეს სისტემა კი ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოანგრიოს“,- განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

მზია ამაღლობელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო