„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „დამხობა რეჟიმს“, - ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „დამხობა რეჟიმს“,- ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

ისინი თავდაპირველად „ბათუმელების“ ოფისთან მივიდნენ, შემდეგ კი მსვლელობით გადაინაცვლეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის სახლთან. აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას ქუჩაზე საავტომობილო ნაწილი გადაკეტეს.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „დამხობა რეჟიმს“.

ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ მოსამართლე ირინა იმერლიშვილს მიმართა.

„ირინა იმერლიშვილს მივმართავ: არ გექმნებათ უხერხულობა, რომ თქვენ „უსაფრთხოებას“ იცავს, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, ცრუ მოწმე გოჩა ვანაძე. არ გრცხვენიათ, რომ ის პოლიციელი გიცავთ, რომლის ცრუ ჩვენების საფუძველზე მზია ამაღლობელი მეშვიდე თვეა უკანონო პატიმრობაშია. თქვენი მიღებული გადაწყვეტილებებით, ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთში ჩააგდეთ. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულზე პასუხისმგებლობას არ გრძნობთ. ძალიან კომფორტულად აგრძელებთ ცხოვრებას და საქმიანობას. ასე ჩანს და ძალიან ვწუხვარ. ასეთი ცინიზმი და დამცირება, რასაც სისტემა ჩვენ მიმართ ახორციელებს, როგორ არ გიტოკავთ ნერვს თქვენ, თქვენს ოჯახს. როგორ აგრძელებთ ცხოვრებას?! თქვენ ხელი მოაწერეთ იმ წყეული კანონის დაკანონებას ხელი. თქვენ ვერ გექნებათ შესაძლებლობა, რომ მშვიდად იცხოვროთ, თქვენი თავი არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას, ამას დრო გიჩვენებთ“,- აღნიშნა თურაძემ.

ინფორმაციისთვის, მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. ინფორმაციისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის