გია ვოლსკი - ხაბეიშვილს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას გააღიზიანებს, ქუჩაში გამოიყვანს და სისხლისღვრით და უკრაინიზაციის პროცესით, ხაბეიშვილს მოიყვანს სათავეში

ხაბეიშვილს სჭირდება გაღიზიანებული ახალგაზრდები, რათა საქართველოში სისხლი დაიღვაროს - ის ვერც ერთ ნიშაში ვერ ჩაჯდა გარდა იმისა, რომ გამოვიდეს და ხმლის ქნევით დაამახსოვროს საზოგადოებას თავი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ხაბეიშვილს აქვს იმედი, რომ ევროკავშირი ისეთ გადაწყვეტილებას მიღებს, რომელიც საზოგადოებას გააღიზიანებს, ქუჩაში გამოიყვანს და სისხლისღვრით და უკრაინიზაციის პროცესის განვითარებით, მას ქვეყნის სათავეში მოიყვანს.

„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობს. დღეს ევროსტრუქტურებს კარნახობენ, რომ ეს გამოყენებული იყოს შანტაჟისთვის ბერკეტად საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც არ თანხმდება საომარ პროცესებში ჩართვას და ქვეყნის ნგრევაზე არ აწერს ხელს. ხაბეიშვილს აქვს იმედი, რომ ევროკავშირი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას გააღიზიანებს, ქუჩაში გამოიყვანს და სისხლისღვრით და უკრაინიზაციის პროცესის განვითარებით, ხაბეიშვილს მოიყვანს ქვეყნის სათავეში. მთელი ისტორია ამაში მდგომარეობს. ხაბეიშვილს სჭირდება გაღიზიანებული ხალხი, გაღიზიანებული ახალგაზრდები იმისათვის, რათა საქართველოში სისხლი დაიღვაროს. ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში მარტო არ არის. ეს გეგმა ყველას აქვს, ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს ხაბეიშვილის გარდა. ხაბეიშვილიც იმიტომ ლაპარაკობს, რომ ვერც ერთ ნიშაში ვერ ჩაჯდა გარდა იმისა, რომ გამოვიდეს და ასეთი ხმლის ქნევით დაამახსოვროს საზოგადოებას თავი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება უნდა დაემხოს, ოღონდ მშვიდობიანად. როგორც ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, 4 ოქტომბერს ხელისუფლება „რუსულ სპეცოპერაციას“ ატარებს და ვინც ამ ბრძოლაში არ შედის, მათ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

„თუ მშვიდობიანი დამხობა არ მოსწონს მდინარაძეს, აბა, გაუტკივარებით დამხობა, მამუკა? - 1-4 სექტემბერს ჩვენს მოქალაქეებს ევროპული ქვეყნების საზღვრებიდან მოაბრუნებენ და შესაძლოა, ეს იყოს ხელჩასაჭიდი, რაზეც ხალხს რეაგირება ექნება,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის