ჯანდაცვის სამინისტრო - ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, რეგისტრაცია დაიწყო

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, რეგისტრაცია დაიწყო - ბენეფიციარებმა, პროცედურა, 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად მარტივად არის ორგანიზებული, რათა ბენეფიციარებმა შეძლონ სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა.

„შევეცადეთ, მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო რეგისტრაციის პროცესი და იმავდროულად, ყოფილიყო შესაძლებლობა, სრულად მოგვეძიებინა ინფორმაცია თითოეული იმ ბენეფიციარის შესახებ, რომელსაც სურს სახელმწიფოს პროგრამაში გადმოსვლა. ამ ინფორმაციის თავმოყრა აუცილებელია და უშუალოდ, ბენეფიციარის ინტერესებშია, რადგან მკურნალობის სწორად, სრულფასოვნად დაგეგმვას ისახავს მიზნად. ცვლილება, რაც არის ამ დროისთვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის - თუ კი სერვისებზე ხელმისაწვდომობას გარკვეულ საფასურად ახერხებდნენ, 15 აგვისტოდან, ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ეს მათთვის გახდება უფასო. შესაბამისად, დაიწყება მკურნალობის პროცესის დაგეგმვა, მკურნალობის განხორციელება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი მონახავს საკუთარ თავში ძალას, მიიღონ სახელმწიფოსგან გაწვდილი ხელი - რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული, საერთოდ არ იყვნენ დამოკიდებული ნარკოტიკზე. შესაბამისად, ეს მათთვის იქნება მიღწევადი მიზანი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ: ost.moh.gov.ge

ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, ან მის ტერიტორიულ განყოფილებებს - ადგილზე რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველ დღე, კვირის გარდა, 15:00-დან 18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი