ლიეტუვის დროებით მთავრობას ქვეყნის ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს

ლიეტუვის დროებით მთავრობას ქვეყნის ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად ქვეყნის მოქმედი ფინანსთა მინისტრი, რიმანტას შადჟიუსი დანიშნა.

„პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომისა და დროებითი მთავრობის დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა, ტომას ბერჟინსკასმა.

შეგახსენებთ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, გინტაუტას პალუცკასისმა გადადგომის შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გარდა, პალუცკასისმა ლიეტუვის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობაც დატოვა.

ლიეტუვის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს 15 დღე აქვს, რათა პარლამენტს დასამტკიცებლად ახალი პრემიერ-მინისტრი წარუდგინოს.

გიტანას ნაუსედას ცნობით, პალუცკასისმა გადადგომის შესახებ 31 ივლისს მიმართა.

როგორც ცნობილია, ლიეტუვაში პალუცკასისის გარშემო არაერთი სკანდალი აგორდა, როდესაც ჟურნალისტებმა მისი საეჭვო ბიზნესკავშირები გამოავლინეს. ამის საფუძველზე კი, ლიეტუვის გენერალურმა პროკურატურამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მათი გარემოებების გამოძიება დაავალა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი