Axios - ისრაელის მთავრობამ ქვეყნის გენერალური პროკურორის გათავისუფლებას მხარი ერთხმად დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ ქვეყნის გენერალური პროკურორის გათავისუფლებას მხარი ერთხმად დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

კენჭისყრამდე ისრაელის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის, გალი ბაჰარავ-მიარას გათავისუფლების შესახებ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში არ შევა იქამდე, სანამ მოსამართლეები პროცესის კანონიერების შესახებ არ იმსჯელებენ.

ცნობისთვის, გალი ბაჰარავ-მიარა კორუფციის საქმეზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში ბრალდების მხარეს წარმოადგენს. ასევე, ის ნეთანიაჰუს თანაშემწეების კატართან სავარაუდო კავშირების საქმეს იძიებს.

ისრაელის იუსტიციის მინისტრმა, იარივ ლევინმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესთან კავშირი არ აქვს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს