რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიას დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიას დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, სერგეი ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ლოზოვაიაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მრავალსართულიანი შენობები. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები, მათ შორის ორი ბავშვია“, - აცხადებს ლოზოვაიას მერი.

ლოზოვაიას მერის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„ღამით რუსებმა ნამდვილი ტერორი მოაწყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებსაც მშვიდად ეძინათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს