ირაკლი კობახიძე - თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ „MEGOBARI აქტს“ რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება

თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ „MEGOBARI აქტს“ რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, თუ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ან „MEGOBARI აქტში“ არის ასახული ცრუ ინფორმაცია, ამას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის.

„რეალურად, ოპოზიციას საკმაოდ ბევრი მაშველი რგოლი გადმოუგდეს, თუმცა, არცერთმა უშველა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება ყველაფერს ხედავს. მთავარია საზოგადოების შეფასება ყველაფერთან დაკავშირებით. თუ რომელიმე აქტში, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ან „ MEGOBARI აქტში“ არის ასახული ცრუ ინფორმაცია, ამას ბუნებრივია, ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის. აბსოლუტურად გაცვდა ყველა სიცრუე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან ვრცელდებოდა. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ „MEGOBARI აქტს“ რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება. ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ იმას, თუ რამდენად არის ამ დოკუმენტებში ასახული სიმართლე“,-განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან 2016 წლიდან ისმის მუქარები ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ, თუმცა სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი. მისი თქმით, ისინი, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, არასერიოზულები არიან და მსგავსი მუქარაც საკმაოდ არასერიოზულია ქართული საზოგადოებისთვის.

„2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა ვხედავთ, რომ სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, მათ შორის ჩვენი ძალოვანი უწყებები. ახლა საერთოდ მუქარას არავითარი ძალა არა აქვს. ამ მუქარების აღსრულების პოტენციალსაც არ აქვს არავითარი მონახაზი. შესაბამისად, შეუძლიათ ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, თუმცა თვითონ ეს ადამიანებიც არასერიოზულები არიან და შესაბამისად, მათი მუქარაც არის საკმაოდ არასერიოზული ქართული საზოგადოებისთვის“,-განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შანსები შეაფასა და განაცხადა, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს.

„ჩვენი მიზანი არის მარტივი-64 მუნიციპალიტეტში უნდა მოვიგოთ მერის არჩევნები, საკრებულოს არჩევნები და ამას აუცილებლად მივაღწევთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ალბათ, მათი რეალური ამოცანა არის საკრებულოებში ფრაქციების შექმნა. რეალურად, ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგებას. კონკრეტულად თბილისს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, თბილისში კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს. დანარჩენი, ოპოზიციის საქმეა“,-განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ 20 ივნისის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიების განახლება საქართველოს სტრასბურგის სასამართლომ დაავალა.

„ჩვენ სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი - რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, პოლიტიკური კუთხით ჩვენ შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება“, - განაცხადა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან