ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით, პარტიებმა: „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“, ცესკო-ს უკვე მიმართეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოთხოვნით, ცესკო-ს უკვე მიმართეს პარტიებმა: „გახარია საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი“.

მისივე თქმით, იმ პოლიტიკური პარტიებიდან, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული საპარლამენტო არჩევნებში და ასევე, არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ორმა პარტიამ მიმართა ცესკო-ს თავმჯდომარეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით. ეს პარტიებია: „კონსერვატორები საქართველოსთვის“ და „მამული, ენა და სარწმუნოება“.

„როგორც მოგეხსენებათ, იმისათვის რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, საჭიროა, რომ პარტიის ხელმძღვანელმა პირებმა განცხადებით მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა და ეს გახლავთ 8 აგვისტო, პარტიას, რომელსაც ჰქონდა გასულ საპარლამენტო არჩევნების დროს რეგისტრაცია ან ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, აქვს უფლება, მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. აქვე მინდა გითხრათ, რომ სამმა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე იხელმძღვანელა ამ შესაძლებლობით და „გახარია საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი“, მათ უკვე ჩვენ მოგვმართეს შესაბამისი განცხადებით.

ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული საპარლამენტო არჩევნებში და ასევე არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა 1-ელი იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით მოემართათ ცესკო-ს თავმჯდომარისთვის განცხადებით. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არის ორი ასეთი პოლიტიკური პარტია, ერთი გახლავთ “კონსერვატორები საქართველოსთვის”, ხოლო მეორე “მამული, ენა და სარწმუნოება”, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო