„ლელო - ძლიერი საქართველო“ - პუტინის რუსეთმა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა - ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ დაიწყო, რუსეთი მას უკრაინელი ხალხის დაცვას არ პატიობს

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, „ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური გუნდი მტკიცედ დგას თავისი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გვერდით და მკაცრად ემიჯნება მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ანტიკონსტიტუციურ ქმედებას.

„კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის ოპერაციაში უკვე რუსეთის პროკურატურა ჩაერთო.

„ქართული ოცნების“ ბატონმა დღეს ახალი განკარგულება გასცა - პუტინის რუსეთმა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ახლა ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც დაიწყო! რუსეთი მას უკრაინელი ხალხის დაცვას არ პატიობს!

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი მტკიცედ ვდგავართ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის გვერდით და არ დავუშვებთ ალეკო ელისაშვილის მიმართ ანტიკონსტიტუციური ქმედების განხორციელებას, რისი მცდელობაც დამფრთხალი „ქართული ოცნების“ მხრიდან დარწმუნებულები ვართ იქნება!

სრული მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს! დიდება უკრაინას! ცეცხლი რუსულ ოლიგარქიას!“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი