საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში განხორციელებული ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლისთვის გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში სტრატეგიული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მსგავსი ფორმატის საერთაშორისო დიალოგი სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველია, - ამის შესახებ სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის (IDS) პროფესორმა ნიკა შავიშვილმა RIBA-ში განხორციელებული ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, პროფესორი ნიკა შავიშვილი ლონდონში ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკა შავიშვილი შეხვდა RIBA-ს წარმომადგენლებს, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

როგორც პროფესორი შავიშვილი აცხადებს, ვიზიტის ფარგლებში დეტალურად გაეცნო ინსტიტუტის აკრედიტაციისა და ვალიდაციის პროცედურებს. განხილვის მთავარი მიზანი იყო საჭირო მოთხოვნების გაანალიზება, რათა IDS-მა უზრუნველყოს არქიტექტურული განათლების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ RIBA-სგან უშუალოდ მივიღოთ რეკომენდაციები. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო პრაქტიკის მოთხოვნებზე მორგებული პროგრამების განვითარებაში გავზარდოთ უცხოელი სტუდენტების მოზიდვის შესაძლებლობები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ GTU-ის საერთაშორისო დიზაინის სკოლა რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ინოვაციურ საგანმანათლებლო ცენტრად ყალიბდება. მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა RIBA, თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს IDS-ის ხარისხიანი განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას და ცნობადობას მსოფლიო არქიტექტურული განათლების სივრცეში. თანამშრომლობა ასევე შეუწყობს ხელს სტუდენტთა მობილობის გაზრდას, საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებას და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას“, - აცხადებს ნიკა შავიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება