ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების“ ლიდერებს ვეკითხები: რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გენერალური პროკურატურა ჩემს ექსტრადიციას მოითხოვს?

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გენერალური პროკურატურა მის ექსტრადიციას და რუსებისთვის გადაცემას მოითხოვს.

როგორც ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულ, ოცნებაში“ დუმან იმ ფაქტზე, რომ რუსეთმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ელისაშვილის შეფასებით, ეს არის იმის დასტური, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებენ.

„რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჩემს წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ასევე, დონეცკის სეპარატისტულმა ანკლავმა, მისმა სასამართლომ დაუსწრებლად შემიფარდა პატიმრობა რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი იმის გამო გააკეთეს, რომ 3 წლის წინ, თვე ნახევრის განმავლობაში ვიყავი უკრაინაში და გმირი, თავგანწირული უკრაინელი ხალხის მხარდამხარ ვიბრძოდი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია იქ ბრძოლაც და ის გადაწყვეტილებაც, რაც დონეცკის სასამართლომ და რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა. დიახ, მეამაყება თავგანწირული უკრაინელი ხალხის გვერდით ბრძოლა და მეამაყება ის, რომ უკრაინაში ქართული სახელმწიფოს და ეროვნულ ინტერესებს ვიცავდი, როგორც შემეძლო ერთ მოქალაქეს და ერთ მეომარს. ვხედავთ, რომ უკვე 24 საათი გავიდა და ამ ამბავზე საერთოდ კომენტარს არ აკეთებს „ქართული ოცნება“. საერთოდ არ იმჩნევს ასეთ ამბავს, ვითომ არც არაფერი გაუგიათ და ვითომ არც არაფერი მომხდარა.

ამ დუმილის მიუხედავად, მინდა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს ვკითხო: რა აპირებენ და რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გენერალური პროკურატურა ჩემს ექსტრადიციას მოითხოვს, ანუ ქართულ სახელმწიფოს მოსთხოვს საქართველოს მოქალაქის დაპატიმრებას და რუსებისთვის გადაცემას. რას აპირებთ და რას მოიმოქმედებთ თქვენ ამ შემთხვევაში? ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყურადღებოა ეს ამბავი. თუმცა, მეორე მხრივ, ყველაფერი ძალიან ნათელია - ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ეს დუმილი არის იმის დასტური, რომ რუსული მხარე, რუსული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ კიდევ მყოფი ეს არალეგიტიმური ხალხი მოქმედებენ სინქრონში, კოორდინირებულად და ისინი უკვე აღარც მალავენ, რომ მოკავშირეები არიან. რუსებს და „ქართულ ოცნებას აქვთ კოორდინირებული, მასობრივი შეტევა სწორედ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ამის დასტურია კოალიციის ანგარიშების დაყადაღება და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა.

„ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენს გადაწყვეტილებას ამ საარჩევნო, თავგანწირულ ბრძოლაში შესვლასთან დაკავშირებით. ყველა მხრიდან გვიტევენ. ხედავენ, რომ თვალსა და ხელს შუა იზრდება ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა ჩვენი და გახარიას პარტიის კოორდინირებული მოქმედების შედეგად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ყველაფერს მოვიგერიებთ, გავუძლებთ და შევცვლით 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე“, - განაცხადა ელისაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო