გიორგი შარაშიძე - კალაძეს მორალური უფლებაც აღარ აქვს თბილისელებს მესამე ვადით სთხოვოს მხარდაჭერა

კალაძის უპასუხისმგებლო მერობის დროს, ტვერელის სახელობის ტაძრის ეზოში 2-3 სართულიანი შენობის ნაცვლად, მრავალსართულიანი შენობა აშენდა, რომელიც პირდაპირ არის შეჭრილი ტაძრის ეზოში - კალაძეს უკვე მორალური უფლებაც აღარ აქვს თბილისელებს მესამე ვადით სთხოვოს მხარდაჭერა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

შარაშიძის თქმით, კახა კალაძემ საკუთარი საარჩევნო კამპანია სწორედ ასეთი ადგილებიდან უნდა ჩაატაროს და მოსახლეობას აუხსნას, რატომ მახინჯდება თბილისის ისტორიული იერსახე.

„ტვერელის სახელობის ტაძრის ეზოში კალაძის უპასუხისმგებლო მერობის დროს, მოხდა თბილისისთვის ყოვლად წარმოუდგენელი დანაშაული. უზარმაზარი შენობა პირდაპირ არის შეჭრილი ტვერელის ტაძრის ეზოში. ამან ტვერელის ტაძარი, როგორც თბილისის ღირსშესანიშნაობა, საერთოდ გააქრო თბილისის ისტორიული ღირსშესანიშნაობების რუკიდან. კალაძე იყო მერი, რომელმაც ჯერ კიდევ 2019 წელს, თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა განცხადება და თბილისელებს დაჰპირდა, რომ აქ აშენდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ, 2-3 სართულიანი შენობა და ეს უპრობლემო პროექტი იქნებოდა. მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ კალაძის პირადი და თბილისის მერიის ათასგვარი მაქინაციის შედეგად, აქ აშენდა მრავალსართულიანი შენობა, რომელმაც ერთი მხრივ, დააზიანა თბილისის ისტორიული იერსახე და მეორე მხრივ, საფრთხე შეუქმნა აქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, როგორ არ უნდა გიყვარდეს თბილისი, რა შეიძლება დაგიშავოს თბილისმა და თბილისელებმა, რომ შენი მერობის პირობებში, ასეთი სამარცხვინო პროექტი განახორციელო და ჩვენი სიამაყე, ჩვენი ეკლესია, თბილისის კულტურული მემკვიდრეობა, ასე დაამახინჯო. კალაძეს უკვე მორალური უფლებაც აღარ აქვს თბილისელებს მესამე ვადით სთხოვოს მხარდაჭერა.

კეთილი ინებოს და საკუთარი საარჩევნო კამპანია სწორედ ასეთი ადგილებიდან ჩაატაროს და მოსახლეობას აუხსნას, რატომ შეიცვალა მისი დანაპირები და რატომ ხდება, ზოგადად, თბილისის ისტორიული იერსახის დამახინჯება“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო