თინა ბოკუჩავა - დღეს, სასამართლოს დარბაზში, რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ქალის რევოლუცია ვიხილეთ! - დღეს მზია ამაღლობელმა საკუთარი სიჩუმით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დაამხო!

დღეს, სასამართლოს დარბაზში, რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ქალის რევოლუცია ვიხილეთ! დღეს მზია ამაღლობელმა საკუთარი სიჩუმით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დაამხო - დიახ, დღეს ვიხილეთ, რომ ქალი ქალია და მზია ამაღლობელი არის ამაყი, ძლიერი, პატრიოტი ქართველი ქალი და მთელმა ქვეყანამ დაინახა ისიც, რომ დგებუაძე კაცი არ არის, - ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავას შეფასებით, მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირება და 2-წლიანი პატიმრობის შეფარდება უკან დახევა არ არის.

“რაც ჩვენ სასამართლო დარბაზში ვიხილეთ, იყო ბიძინა ივანიშვილის დამხობა. ამ ადამიანმა, ერთმა ქალმა სიმტკიცით, მისი უდრეკობით, შეუპოვრობით, ბრძოლით ამხილა და დაამხო რეჟიმი. დიახ, ეს იყო ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ!

არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, მოსამართლედ წოდებული პოლიტიკური მონა 2 წელს, 3 წელს თუ 7 წელს გამოაცხადებდა. არ მიმაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკან დახევაა - ეს არის ხალხის მოტყუების მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გაქრეს და ერთი ქალის რევოლუცია, რომელიც დღეს ჩვენ მზია ამაღლობელის მხრიდან ვიხილეთ, ჩაცხრეს და აორთქლდეს. ეს არ უნდა მოხდეს - პირიქით! უნდა მოვახდინოთ ენერგიის კონსოლიდაცია და რეჟიმის დამხობა, რომელიც ასეთ უსამართლობას სჩადის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა