ვოლოდიმირ ზელენსკი კაროლ ნავროცკის პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს

ვოლოდიმირ ზელენსკი კაროლ ნავროცკის პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

„გისურვებთ წარმატებას პოლონელი ხალხის ნებისა და მისწრაფებების შესრულებაში. ჩვენი ერების საერთო ინტერესების ფარგლებში კონსტრუქციულ და პირდაპირ დიალოგს მოუთმენლად ველი. უკრაინა კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთგულია, რომელიც ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებასა და საერთო საფრთხეებთან ბრძოლას ისახავს მიზნად“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ანჯეი დუდას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ანჯეი, უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების განმტკიცებაში თქვენი წვლილი ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, კაროლ ნავროცკიმ პოლონეთის პარლამენტში საპრეზიდენტო ფიცი დღეს დადო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს