ლევან ხაბეიშვილი - მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო? – მოსამართლეების ნაწილი აბუნტებულია, ახლა ივანიშვილი დაელოდოს 4 ოქტომბერს, განაჩენს, რომელსაც ხალხი ქუჩაში გამოუტანს

გიორგი ახობაძე თავისუფალია! ახლა კითხვაა - ნარკოტიკი ვინ ჩაუდო? და ვისი დავალებით?! რეჟიმი ჩამოშლილია, მოსამართლეები - ივანიშვილს 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოუტანენ განაჩენს! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოსამართლეების ნაწილი „აბუნტებულია“ და სისტემის დავალებას აღარ ასრულებს.

„ივანიშვილის რეჟიმი არათუ მორყეული, მოყანყალებული, არამედ სრულად დამპალი და ჩამოშლილია!

მზია ამაღლობელის მოსამართლემ - „ცუდი გადაწყვეტილება დავწერე და მიმართე ყაველაშვილს, გამოასწორებსო".

გიორგი ახობაძე თავისუფალია, ვულოცავ და გილოცავთ!

ახლა საინტერესოა, როცა მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია - ის ნარკოტიკი ვისი იყო? ვინ ჩაუდო? ვისი დავალებით? და ამ უდანაშაულო კაცმა, რომ ციხეში გაატარა ეს დრო, ვინ არის პასუხისმგებელი? ცრუ მოწმე - „პოლიციელებზე" რა ხდება?! დავალების გამცემ-შემსრულებელი საინტერესოა ახლა!

რღვევა გაგრძელდება და ჩვენ მხოლოდ მობილიზება, გამარჯვების რწმენა გვჭირდება და წინ, შეტევაზე! მოსამართლეების ნაწილი აბუნტებულია და აღარ ასრულებს სისტემის დავალებას! რაც მეტ იმედს, ოპტიმიზმს, ბრძოლისუნარიანობას გამოვასხივებთ, კიდევ უფრო აირევიან შიგნით!

ახლა ივანიშვილი დაელოდოს 4 ოქტომბერს - მის განაჩენს, რომელსაც ხალხი ქუჩაში გამოუტანს!”, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს