ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი მსვლელობა იმართება

ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით - „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”.

თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, კოლეგები, მეგობრები, რომლებიც დღეს, ბათუმში იმყოფებოდნენ, მაშინ, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს თავისუფლების 2 წლის ვადით აღკვეთის განაჩენი გამოუტანა.

გარდა ამისა, მსვლელობაში მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

აქცია-მსვლელობის მონაწილეებს ფილარმონიასთან შეუერთდნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან იყვნენ შეკრებილები. მათ ასევე შეუერთდებიან „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.

კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს