კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა რომან შამათავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, რომან შამათავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე „ფეისბუქზე“ წერს, რომ რომან შამათავამ საპატიმრო 12-წლიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

„რუსების რისხვა, რუს ღორებს თავზარს რომ სცემდა და სპეცოპერაციებს ატარებდა მათ წინააღმდეგ, ისეთი კაცი გამოკეტეს რუს/ქოცებმა ციხეში, როგორც კი ხელისუფლებაში მოეთრნენ.

სრულად მოიხადა 12 წელი, რუს/ქოცების სასჯელი, თავი არ დაუხრია ისე! ჩვენი დროის გმირი, რომა შამათავა თავისუფალია“, - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

გამოძიება რომან შამათავას ორი პირის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობას ედავებოდა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლისა და სატყეო სააგენტოს რეინჯერის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას კვალი 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში დაიკარგა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებული გამოძიების დროს საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომან შამათავას წაუყენეს.

რომან შამათავას თავისუფლების აღკვეთა 16 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი, თუმცა ამნისტიის შედეგად, კანონის მიხედვით სასჯელი 12-წლამდე შემცირდა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა