პაატა ბურჭულაძე - საქართველო გმირების ქვეყანაა, ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე - ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან გვაქვს!

საქართველო გმირების ქვეყანაა, ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე - ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან გვაქვს! - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

ბურჭულაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სხოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ საქართველოს გმირებს ვერავინ ვერასდროს დააკნინებს.

„მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წარმომადგენლები ამოვედით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მოვიხსენიეთ ჩვენი გმირების სულები. ერთი, რამის თქმა გვინდა კიდევ ერთხელ არის ის, რომ საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან არ გვაქვს! ჩვენი გმირები, როგორც ანწუხელიძე, ისე დანარჩენები, ყოველთვის გმირები იქნებიან. მათ ვერავინ ვერასდროს დააკნინებს. ჩვენც აქ იმისთვის ვართ, რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ და მუხლი მოვიყაროთ მათ წინაშე“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, „რატომ ჩაწერა მიხეილ სააკაშვილმა ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო ბრძანებულებაში“, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმიტომ არ ამოსულა, რომ ვინმე განსაჯოს.

„მე გეუბნებით, რატომ ვარ დღეს აქ, არავის განსჯას არ ვაპირებ. ერთი, რამ ვიცი, რომ საქართველო არის გმირების ქვეყანა და ყოველთვის გმირების იქნება. ამას ჩვენ ვერ გადაგვათქმევინებს ვერც ერთი მთავრობა, იქნება ივანიშვილის, თუ ვიღაცის. ამიტომაც, გმირები არიან ეს ხალხი და აქ ვართ ჩვენ“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა