თენგო თევზაძე - რუსეთსა და საქართველოს შორის ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა, ათეულობით წლებია, რაც ჩვენ თავს ვიცავთ ბოროტი აგრესორის მხრიდან

რუსეთსა და საქართველოს შორის ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა, ათეულობით წლებია, რაც ჩვენ თავს ვიცავთ ბოროტი აგრესორის მხრიდან, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ეს ბრძოლა აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

„მთელი მსოფლიო და ქართველი ხალხი 7 აგვისტოს აღიარებს თარიღად, რომლის დროსაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოკვეთეს საქართველოს ტერიტორიული საზღვრები და თავს დაესხნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, განიზრახეს საქართველოს ოკუპაცია. ის, ვინც არ აღიარებს საქართველოს ოფიციალური ოკუპაციის თარიღად 7 აგვისტოს, ეს არის მათი პრობლემა, მაგრამ საქართველოს და რუსეთს შორის ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა, ეს არის ათეულობით წლები, რაც ჩვენ თავს ვიცავთ ბოროტი აგრესორის მხრიდან და ეს ბრძოლა, ეს ომი ახლაც გრძელდება. ის აუცილებლად საქართველოს გამარჯვებით დასრულდება, ვინაიდან გმირები, რომელთაც ყოველდღე უნდა მივაგოთ პატივი, ეს გმირები არიან ამის საფუძველი და იმის გარანტი, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. საქართველო მალე იქნება დეოკუპირებული და ერთიანი",-განაცხადა თევზაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში