გიორგი ბარამიძე გეგელიასა და აქციის მონაწილეების დაპირისპირებაზე -რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის არა ბრძოლაში, არამედ “ქოცების“ თამაშში ყოფნა - ვინც “ქოცების“ თამაშში შევა, საზოგადოებისგან იმ ადეკვატურ პასუხს მიიღებს, რასაც იმსახურებს

რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის არა ბრძოლაში, არამედ “ქოცების“ თამაშში ყოფნა - ვინც “ქოცების“ თამაშში შევა, ბუნებრივია, საზოგადოებისგან იმ ადეკვატურ პასუხს მიიღებს, რასაც იმსახურებს, - ასე გამოეხმაურა პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას გაძევების ინციდენტს.

ბარამიძის განცხადებით, “როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა რეჟიმის ერთგვარ ლეგიტიმაციას ახდენს და მზად არის მის თამაშში მიიღოს მონაწილეობა, აზრობრივი დაპირისპირება არა თუ მისაღები, არამედ აუცილებელია“.

“ის, რაც 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, არის რუსული სპეცოპერაცია - რუსული რეჟიმისა და რუსული მეხუთე კოლონის თამაში. ამ თამაშში შესვლაზე საყვედური არ უნდა გაგიკვირდეს ის ადამიანებისგან, ვინც ამდენი თვეა რუსულ რეჟიმს და მის მიერ ხელისუფლების მიტაცებას აპროტესტებს.

ამ ძალებს მოვუწოდებ, რომ მოეგონ გონს, არ მიიღონ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში და თავაწეულები იმ ადამიანებს დაუდგნენ გვერდში, ვინც რუსულ მოღალატეობრივ კრიმინალურ ბანდას აპროტესტებს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, 6 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებს დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გრიგოლ გეგელია შენიშნეს. აქციის მონაწილეების განაცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს” ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში