უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

Euronews-ის ინფორმაციით, სხეულის სხვადასხვა დაზიანება 30-ზე მეტმა პირმა მიიღო, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

გუბერნატორ ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთმა სულ მცირე 12 დასახლებული პუნქტი დაბომბა. თავდასხმების შედეგად საცხოვრებელი სახლები, კომუნალური ქსელები და სატრანსპორტო საშუალებები დაზიანდა.

დამატებითი დაზიანებები დაფიქსირდა ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის და სუმის რეგიონებში.

როგორც უკრაინული მედია წერს, იმის მიუხედავად, რომ უახლოეს მომავალში დიდი ალბათობით ვლადიმერ პუტინის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება, რუსეთი უკრაინის დაბომბვას აქტიურად განაგრძობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს