ლევან ბეჟაშვილი - გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის ომის მონაწილეები არიან გმირები - ჩვენ ამ დროშას ხელში დავიჭერთ და ვიზრუნებთ, რომ ეს ე.წ ხელისუფლება მოშორდეს და საქართველო მართლა დამოუკიდებლობის გზას დაადგეს

გიორგი ანწუხელიძე სხვა მრავალი ომის გმირთან ერთად არის ქართული გმირობის, ქართული სულის დაუჩოქებლობის სიმბოლო - ამიტომ არის, რომ რუსული პროპაგანდა და რუსული ხელისუფლება „ოცნების” სახით ამ მთავარ ღირებულებაზე ცდილობს იერიშის მიტანას, - ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ხაზი გადაუსვა გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლეს“.

„2008 წლის ომის გმირები თეა წულუკიანის და სხვების განცხადებით თურმე არა ქვეყნის დაცვას, არამედ პიარის და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს შეეწირნენ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის ომის მონაწილეები არიან გმირები, მათ დაიცვეს საქართველო, საქართველოს მომავალი. ჩვენ ამ დროშას ხელში დავიჭერთ და ვიზრუნებთ, რომ ეს ე.წ ხელისუფლება მოშორდეს და საქართველო მართლა დამოუკიდებლობის გზას დაადგეს”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია