განათლების გზაზე არ გაჩერდე - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამას 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს

„საქართველოს ბანკი“, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, მესამე წელია სტიპენდიების პროექტს ახორციელებს.­

ინიციატივის ფარგლებში ბანკი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, 22 პარტნიორ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

უკვე გამოვლინდა „საქართველოს ბანკის“ 350-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

საქართველოს ბანკის სტიპენდიატების გამოვლენა შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება:

  • სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს;
  • სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით;
  • სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან კონკრეტული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად;
  • თითო უნივერსიტეტიდან ყოველწლიურად დაფინანსდება მინიმუმ 5 სტუდენტი.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება