პოლონეთის პარლამენტი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში მთელ რიგ ცვლილებებზე მუშაობს, მათ შორის კანონპროექტი ამარტივებს ქვეყანაში მცხოვრები უცხოელების დეპორტაციის პროცედურას

პოლონეთის პარლამენტი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში მთელ რიგ ცვლილებებზე მუშაობს, მათ შორის კანონპროექტი ამარტივებს ქვეყანაში მცხოვრები უცხოელების დეპორტაციის პროცედურას.

კერძოდ, ახალი რეგულაცია ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, უცხოელების დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის, ასევე დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებები, უფრო სწრაფად მიიღოს.

ამავდროულად, ის პირები, რომლებიც კანონს დაარღვევენ, ელექტრონულ შეტყობინებას მიიღებენ მათ მიერ პოლონეთის დატოვების ვალდებულებების შესახებ.

გარდა ამისა, გამარტივდება პოლონეთიდან უცხოელების დეპორტაციის წესები ისეთ სიტუაციებში, როდესაც დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის სხვა ქვეყანამ გასცა. ასეთ შემთხვევებში, პოლონეთის სახელმწიფო არ მიიღებს საკუთარ ცალკე გადაწყვეტილებას დეპორტაციის შესახებ, არამედ დაუყოვნებლივ გააძევებს პირს საკუთარი ტერიტორიიდან.

ამავდროულად, მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი ბინადრობის მსურველებს რეგისტრაციის ელექტრონულად გავლას გაუმარტივებს, რაც გამორიცხავს შუამავლების მიერ სიტუაციის ბოროტად გამოყენებას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი