„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის საქმეზე სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით“ მიმართა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის საქმეზე სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით“ მიმართა.

აღნიშნული დოკუმენტის ავტორი, საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა. მას მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით მოუსმინა.

ქურდოვანიძემ პროკურატურის მიერ დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

ქურდოვანიძემ ასევე ისაუბრა ფორმა 100-ში არსებულ დარღვევებზეც. მისი განმარტებით, იქ ნახსენები ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი და მაშინაც კი, სწორად რომ ყოფილიყო დოკუმენტი შედგენილი, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი ვერ იქნებოდა.

„სერიოზული დარღვევაა...ეს დოკუმენტი ვალიდური არ უნდა ყოფილიყო რომ პროკურატურა დაჰყრდნობოდა და სასამართლოს დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა,

ეს არ შეიძლება ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი ყოფილიყო. როცა პროკურატურას არ აქვს საკმარისი არგუმენტები, ასეთ პრაქტიკას მიმართავს. ის გარემოებები, რომ ეს 2019 წლის ფორმას ეფუძნება, არ შეიძლებოდა სასამართლოსთვის სახელმძღვანელო ყოფილიყო, რომ ექსპერტიზის ჩატარებას საფუძვლად დასდებოდა“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

მისივე თქმით, გაუგებარია, პროკურატურა რატომ ითხოვდა ექსპერტიზის სტაციონარში ჩატარებას, როცა ეს მსუბუქი გზებით, მაგალითად, ამბულატორიული წესით შეიძლებოდა მომხდარიყო.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი