საპროტესტო სამოქალაქო გაერთიანება „ერთობის“ წევრებმა აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, ლოზუნგით: „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის” გორში აქცია გამართეს - მათ გორის ციხიდან გადაფინეს ბანერი: „მებრძოლი ქალაქი ბოდიშს“

ლოზუნგით: „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“ საპროტესტო სამოქალაქო გაერთიანება „ერთობა“ აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე გორში ჩავიდა.

მათ შინდისში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს და ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი, რის შემდეგაც გორის ციხიდან გადაფინეს ბანერი: „მებრძოლი ქალაქი ბოდიშს“ არ იხდის.

ასევე, აქტივისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია გამართეს გორის ცენტრში და ბანერზე ხელით დააწერეს დაღუპული გმირების სახელები.

დღის ბოლოს, გორში გამართული აქციის მონაწილეები თბილისში, გმირთა მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს