სენატორი ჯინ შაჰინი - თუ მთავრობას სურს, რომ პატივი მიაგოს რუსეთის აგრესიის მსხვერპლებს, უნდა გამოუშვას მზია ამაღლობელის მსგავსი პოლიტპატიმრები და კვლავ ერთგული გახდეს დემოკრატიული მომავლის

თუ მთავრობას სურს, რომ პატივი მიაგოს რუსეთის აგრესიის მსხვერპლს, მან უნდა გამოუშვას ჟურნალისტი მზია ამაღლობელის მსგავსი პოლიტპატიმრები, ჩემს ძალისხმევებს გავაორმაგებ „MEGOBARI აქტის” მისაღებად. ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.

„2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა უნდა ყოფილიყო მაღვიძარა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ რუსეთი მისი მეზობლების დომინირებას აპირებს და თავისი აგრესიის გაბუნდოვანებას ცდილობს. საქართველოში რუსეთის დაუნდობელი ქმედებები უკრაინაში ქმედებებს მოასწავებდა, ყველაზე ბოლო მისი სრულმასშტაბიანი აგრესიაა. ქართველ ხალხს ესმის „რუსკი მირს“ რა მოაქვს, და სწორედ ამიტომ უწევენ სასტიკ წინააღმდეგობას „ქართული ოცნების” მთავრობის მცდელობებს, ისინი ანტი-დემოკრატიულ, რუსული სტილის მმართველობას დააახლოონ.

ამ მძიმე წლისთავზე შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ანექსირების უარყოფის გამოხატვა. ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების წაშლითა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ღალატით. თუ მთავრობას სურს, რომ პატივი მიაგოს რუსეთის აგრესიის მსხვერპლებს, მან უნდა გამოუშვას ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მსგავსი პოლიტპატიმრები და კვლავ ერთგული გახდეს საქართველოს დემოკრატიული მომავლის. ვაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ჩემს ძალისხმევებს გავაორმაგებ ორპარტიული, ორპალატიანი “MEGOBARI აქტის” მისაღებად”, - წერს შაჰინი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან