გმირთა მოედანზე, მემორიალთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ - ისინი რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას მოაწყობენ

გმირთა მოედანზე, დაღუპული გმირების მემორიალთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც დაღუპულ გმირებს პატივის მიაგებენ.

ადგილზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები და მოქალაქეები იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები შემდგომში რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტთან აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და არცერთი წუთით და არცერთი წამით, არ უნდა დავივიწყოთ, ჩვენი გმირი ქართველი ბიჭები, რომლებმაც დღევანდელ დღემდე მოიტანეს ჩვენი ქვეყანა, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ და საუბედუროდ, რუსეთის ჩექმა საქართველოს მიწას კვლავ აზიანებს და ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპანტმა კიდევ უფრო გაიდგას ფესვები ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ის ბიჭები, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან, ჩვენ აუცილებლად, მათ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ერთხელ და სამუდამოდ რუსეთი დასრულდება ჩვენს ქვეყანაში და საქართველო იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული, სადაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ.

ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსულ პოლიტიკას ატარებს ქვეყანაში, რომელიც ჩვენი ყველას გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე, ადგილზე მისულია სასულიერო პირიც, რომელიც დაღუპული ჯარისკაცებისთვის პანაშვიდს გადაიხდის, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით გაემართებიან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია