2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების თარიღად სააკაშვილის პარტია 8 აგვისტოს აღნიშნავდა და „ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს“.
„ამოიღეთ კადრები 2009 - 2013 წლების, როდის აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს სააკაშვილის პარტია - ეს იყო 8 აგვისტოს და მერე გაიგეს, 5-6 წლის მერე, რომ 8 აგვისტოს არა, 7 აგვისტოს დაწყებულა ომი? - სამარცხვინოა. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს, რა უნდა ვთქვა მეტი ამაზე. 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩა",- განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ, სწორედ, სააკაშვილი იყო საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებელი.
„ვინც გაატარა რუსეთის ინტერესები საქართველოში 2008 წელს - ეს იყო სააკაშვილის პარტია და მიხეილ სააკაშვილი. დაკვეთა მიიღეს „დიფ სთეითისგან", მაგრამ ეს ომი დასრულდა იმით, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ამის შემდეგ მოხდა ე.წ. აღიარება და ა.შ. სააკაშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც თვითონვე აღიარა, რომ თავად დაიწყეს ომი",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნით სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყებაც.
„საგამოძიებო კომისიამ იმუშავა ამ თემაზე. ვნახოთ რა იქნება საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგები. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და რა თქმა უნდა, ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა. 2008 წელს თვითონ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. „ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვით", და ამას მოჰყვა შემდეგ რუსეთის არაპროპორციული რეაქცია ეს წერია რეზოლუციაში. ამაზე ხელის მოწერა არის თუ არა ღალატი?"
რუსეთმა მაქსიმუმი წაიღო და ისე გათავხედდა, რომ ხელი არც მოაწერა რეზოლუციას, მაქსიმუმი წაიღო და იმაზეც არ მოუნდა ხელის მოწერა, რომელიც რუსეთის საზიანოდ ჩაიწერა. რად უნდა ამას ისტორია, ტექსტში წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, ცხინვალის გაუფრთხილებლობით დაბომბვით, ეს არის ტექსტი, ამაზე ხელის მოწერა არის თუ არა ღალატი?“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას შესაძლოა დაეფუძნოს თუ არა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავად სააკაშვილმა აღიარა ეს ყველაფერი.
„არა, ეს არ დაეხმარა რუსეთს. ევროსაბჭოს რეზოლუციას რომ მოაწერა ხელი თვითონ რეჟიმმა ეს ვერ დაეხმარა და ჩვენმა განცხადებამ რაში უნდა გაუწიოს დახმარება.
ეს არის ფაქტი, რომელიც 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციით სააკაშვილის რეჟიმმა აღიარა, რაღაში სჭირდება რუსეთს რაიმე ტექსტი ან განცხადება, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუცია არსებობს?
მედვედევმა ვიდრე არ განაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ ოპერაციის დაწყებას და ომში ჩართვას, მანამდე მთელი დღის განმავლობაში, 8 აგვისტოს, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ მათ ჰქონდათ შტურმი მიტანილი და აპირებდნენ მთელი ცხინვალის რეგიონის აღებას, აპირებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ქალაქს ქალაქზე და სოფელს სოფელზე ათავისუფლებდნენ.
საოკუპაციო ხაზთან შარშან ვიყავი ჩასული. ყველაფერს აფიშირება არ სჭირდება, ყველაფერს პიარისთვის არ ვაკეთებთ, რაღაცებს საქმისთვის ვაკეთებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.