ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ტრამპის სპეცწარმომადგენელი უსაფრთხოების საკითხებში უკრაინელ მრჩევლებს ესაუბრა

მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ტრამპის სპეცწარმომადგენელი უსაფრთხოების საკითხებში უკრაინელ მრჩევლებს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

“ამ წამს ჩვენმა გუნდმა შემატყობინა, რომ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებმა საკმაოდ ხანგრძლივი, ძალიან დეტალური საუბარი გამართეს [ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფთან]. საუბარში საკმაოდ წონიანი შემადგენლობა მონაწილეობდა. ეს მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას სამუშაოსთვის, მკვლელობების შეჩერებისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფის გულწრფელი სურვილისთვის.

საუბარში ხვალ გაგრძელებაზე შეთანხმდნენ: ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო. უკრაინა, როგორც ყოველთვის, პროდუქტიულად იმუშავებს. ღირსეული მშვიდობა გვჭირდება”, - წერს ზელენსკი.

ცნობითვის, აქამდე მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ უიტკოფი პუტინთან თავისი საუბრის შედეგების შესახებ უკრაინის, საფრანგეთის, ფინეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ინფორმირებას გეგმავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს