გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილე - ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა, შესაძლოა, მომავალ კვირას გაიმართოს - არსებობს შეხვედრის რამდენიმე სავარაუდო ადგილმდებარეობა, მაგრამ პრეზიდენტებს მათი გამხელა არ სურთ

გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს, თუმცა, მისივე თქმით, პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

„რამდენადაც ვიცი, არსებობს შეხვედრის რამდენიმე სავარაუდო ადგილმდებარეობა, მაგრამ პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ ისეთ რამეზე, რისი გამხელაც არ სურთ. ვფიქრობ, ეს მომავალ კვირას მოხდება. მე არ მსმენია რაიმე პრეზიდენტ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, არ ვარ საქმის კურსში“, - განუცხადა პოლიანსკიმ ჟურნალისტებს პუტინ-ტრამპის შეხვედრის შესახებ.

ცნობისთვის, ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასასრულებლად პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა დღეს იწურება. თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, აშშ მას მეორედ სანქციებს დაუწესებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს