„ლელო“ ინფორმაციაზე, რომ თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურა განიხილება - “ლელო” „ტესტავს“ რამდენიმე სახეს, ამისთვის ტარდება კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება, ვინ იქნება მერობის კანდიდატი

“ლელო”, როგორც აქამდე განაცხადა, მერობის კანდიდატად „ტესტავს“ რამდენიმე სახეს. ამისთვის ტარდება კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება, თუ ვინ იქნება თბილისში, „ლელოს“ და გახარიას პარტიის მიერ შეთანხმებული მერობის კანდიდატი, - ასე პასუხობს „ლელო - ძლიერი საქართველო“ „ინტერპრესნიუსთან“ კითხვას მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურა განიხილება.

შეგახსენებთ, რომ პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისში მცხოვრებლებს შორის ატარებენ გამოკითხვას იმის შესახებ, თუ ვის ისურვებდნენ დედაქალაქში მერობის კანდიდატად. კითხვარი არაერთი პირის სახელსა და გვარს მოიცავს, რომლებიც თბილისის მერობის პოტენციურ კანდიდატებად მოიაზრებიან.

ცნობისთვის, ინფორმაცია მერაბ სეფაშვილის კანდიდატურის განხილვის თაობაზე „პოსტTV”-მ გაავრცელა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება