ვაშინგტონში მყოფი ილჰამ ალიევი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აშშ-ში იმყოფება. ალიევი ვაშინგტონში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვაშინგტონში ილჰამ ალიევის ვიზიტი აშშ-სა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული საკითხების განსახილველად კარგ შესაძლებლობას აჩენს.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, უიტკოფთან შეხვედრამდე აზერბაიჯანულ სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარსა“ და ამერიკულ კომპანია „ექსონმობილს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ამასთან ცნობილია, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია, საკმაოდ დიდი ხანია, ორივე მხარესთან თანამშრომლობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს