კახა კალაძე ინფორმაციაზე, რომ „ლელო“  თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს -  დიდი ინტერესი არ მაქვს, ვინ იქნება მათი კანდიდატი - მე მაქვს ხედვა, რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს

დიდი ინტერესი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ მერობის ერთ-ერთ კანდიდატად, მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს თბილისში მომდევნო 4 წლის განმავლობაში და სხვა პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„დიდი ინტერესი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი. მე მაქვს ჩემს გუნდთან ერთად ხედვა, თუ რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა კონკრეტული პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ სირთულეებს, გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს თბილისში. სხვა პოლიტიკური პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი