ირაკლი კობახიძე - ნუ დასდევთ ზახაროვას და კუბილიუსის განცხადებებს, მგონი, კუბილიუსი ზახაროვაზე უარესიცაა -  ჩვენთვის ასეთი მოწოდებები მიუღებელია, ჩვენი მხრიდან ვერც პირდაპირ და ვერც ირიბად ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ვერ მოხდება

ეს მოწოდება არ არის ჩვენთვის სერიოზული - ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ არის მშვიდობიანი გზა და, რა თქმა­ უნდა, ვერავითარ სხვა შეთანხმებასა და დოკუმენტზე ვერ იქნება საუბარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი განცხადებით, მათთვის ასეთი მოწოდებები სრულიად მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, არ ვართ მზად [ასეთი შეთანხმების გაფორმებისთვის]. ეს მოწოდება არ არის ჩვენთვის სერიოზული. რაც შეეხება თავდაუსხმელობას, ჩვენ ვაცხადებთ ერთადერთ რამეს - ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ არის მშვიდობიანი გზა და, რა თქმა უნდა, ვერავითარ სხვა შეთანხმებასა და დოკუმენტზე ვერ იქნება საუბარი. იქ ზახაროვა რაღაცას ამბობს, იქ კუბილიუსი რაღაცას ამბობს, თქვენ ნუ დასდევთ მათ განცხადებებს. მგონი, კუბილიუსი ზახაროვაზე უარესიც არის. კუბილიუსი კატასტროფაა. კუბილიუსი პირდაპირ ემტერება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მტრობის მეტი არაფერი უკეთებია. კონკრეტულად კუბილიუსზე გეუბნებით, რომელიც მტრობს ჩვენს ქვეყანას ამდენი წლის განმავლობაში. ჩვენთვის ასეთი მოწოდებები სრულიად მიუღებელია. ჩვენი მხრიდან ვერც პირდაპირი, ვერც ირიბი აღიარება ე.წ. დამოუკიდებლობისა ვერ მოხდება, შესაბამისად, ნებისმიერი მოწოდება, რომელიც ამისკენ მიანიშნებს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,“ - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა წინ წავიდეს“.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეცდომებისა და განხორციელებული აგრესიის აღიარება შერიგებისთვის აუცილებელი პირობაა.

ზახაროვას თქმით, საქართველოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება კვლავ მოლაპარაკებების პროცესის მთავარ პრიორიტეტებს შორის რჩება. ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, ამ პროცესებს ხელი შეუწყოს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო