ირაკლი კობახიძე კითხვაზე: გადასცემს თუ არა საქართველო რუსეთს ალეკო ელისაშვილს - ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, რა შეხედულება გვაქვს მასზე

ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა შეხედულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ, - ამის შესახებ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ ითანამშრომლოს რუსეთთან ალეკო ელისაშვილის გადაცემის მიზნით.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავის მოქალაქეს დაიცავს ყველგან და ყოველთვის.

„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულებაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა შეხედულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ჩვენს მოქალაქეს დავიცავთ ყველგან და ყოველთვის, დანარჩენი არაფერი არ გვაინტერესებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამ თემისა, კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებში „ლელოსა“ და გახარიას პარტიის“ სავარაუდო კანდიდატების შესახებ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საზოგადოების ღირებულებებთან მეტ-ნაკლებად მიახლოებულ კანდიდატს საერთოდ ვერ არჩევს.

„ფაქტია, რომ „დიდი არჩევანი“ აქვს რადიკალურ ოპოზიციას და „საინტერესო სპექტრში“ არჩევენ საკუთარ კანდიდატებს. ამ მდგომარეობაში რომ არის ოპოზიცია, ეს ერთი მხრივ, ძალიან კარგია, თუმცა მეორე მხრივ, ტრაგიკულ სურათს აჩვენებს. კანდიდატს საერთოდ ვერ არჩევენ. მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ. ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა", - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, 5 აგვისტოს რუსეთის პროკურატურამ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს