აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები - დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ 4,6-4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებმა მცირე საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.

„ჩემი სათქმელო ის არის, რომ სასამართლომ ობიექტურად განიხილოს ეს საქმე. მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც სამართლიანი იქნება, თავს ვთვლი უდანაშაულოდ“, - განაცხადა დავით ლომიძემ.

მას დაეთანხმა თემურ ზასოხაშვილიც.

„ანალოგიურად, მეც თავს ვგრძნობ უდანაშაულოდ“, - განაცხადა ზასოხაშვილმა.

ბრალდებულების სიტყვის მოსმენის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას ზასოხაშვილსა და ლომიძეს განუმარტა, რომ შეეძლოთ, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიემართათ, რაზეც მათ უპასუხეს, რომ აღნიშნულს არ გააკეთებდნენ.

ცნობისთვის, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდათ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ