ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილი, კობახიძე საქართველოს ტოვებენ დაცვის და საერთაშორისო პარტნიორების გარეშე - ამ ყველაფერს ერთი პასუხი სჭირდება: „ქართული ოცნების“ დასჯა! სილის გაწვნა!

„ქართული ოცნების“ ლიდერები, პერმანენტულად ადანაშაულებენ ქართველ ხალხს და სახელმწიფოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში - „ქართული ოცნება“, ივანიშვილი, კობახიძე და სხვები საქართველოს ტოვებენ დაცვის გარეშე და საერთაშორისო პარტნიორების გარეშე. ამ ყველაფერს ერთი პასუხი სჭირდება, „ქართული ოცნების“ დასჯა! სილის გაწვნა! მათი გაშვება ხელისუფლებიდან, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში, მრავალჯერ დამტკიცდა და დადასტურდა, რომ პუტინმა და რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ, თავდასხმის შედეგად ასობით ჩვენი მოქალაქე მოკლა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები, პერმანენტულად ადანაშაულებენ ქართველ ხალხს და სახელმწიფოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში.

ამ წლების განმავლობაში, მრავალჯერ დამტკიცდა და დადასტურდა, რომ პუტინმა და რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ, თავდასხმის შედეგად ასობით ჩვენი მოქალაქე მოკლა. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციელები. „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძე, ისინი, რომლებიც პუტინის მსგავსი გზავნილებით ესაუბრებიან ქართულ საზოგადოებას, მოღალატეობრივ საქმიანობაში არიან ჩართულები, საქართველოს სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, თავდასხმის, ომის [რომელიც აწარმოვა რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ საქართველოს წინააღმდეგ] საპასუხოდ ავაშენოთ სამართლებრივი, დემოკრატიული, ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელიც მზად იქნება პარტნიორებთან ერთად დაიცვას საკუთარი თავი.

ამისთვის გვჭირდება ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები, რასაც ანადგურებს და კლავს „ქართული ოცნება“, ივანიშვილი, კობახიძე და სხვები. ისინი ტოვებენ საქართველოს დაცვის და საერთაშორისო პარტნიორების გარეშე. ამ ყველაფერს ერთი პასუხი სჭირდება, „ქართული ოცნების“ დასჯა, სილის გაწვნა! მათი გაშვება ხელისუფლებიდან“,- აღნიშნა კუპრაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო აგვისტოს ომი, რითაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ „არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები“.

„8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია - ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის