გრიგოლ გეგელია - დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ საქართველოს მართავს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი - ომი რუსეთმა დაიწყო და ყველა, ვინც საპირისპიროს ამბობს, სამხილს აძლევს რუსეთის ფედერაციას

ეს ომი ერთმნიშვნელოვნად რუსეთმა დაიწყო - ყველა, ვინც საპირისპიროს ამბობს, ამით სამხილს აძლევს რუსეთის ფედერაციას, რომელიც შემდეგ საკუთრივ ჩვენს წინააღმდეგ იყენებს ამ ყველაფერს. აქ კოლაბორაციის მოდელთანაც გვაქვს საქმე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქართული ეროვნული ინტერესების ხარჯზე ღიად და უპირობოდ ემსახურება რუსულ ინტერესებს.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ და მოვისმინეთ, რომ საქართველოს მართავს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც ერთი ერთში ემთხვევა კრემლის რეჟიმს საკუთარი განცხადებებით, ქცევებით და მმართველობის ფილოსოფიით. „ქართული ოცნების“ ნარატივსა და კრემლის ნარატივს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. ეს არის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება იმისა, რასაც ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც ღიად და უპირობოდ ემსახურება რუსულ ინტერესებს ქართული ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ჩართული იყო თავდაცვით ომში რუსეთის ფედერაციასთან. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოიჭრა და პასუხად საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე იცავდა თავს აგრესორისგან. საქართველო უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეჭრილა. ჩვენ საკუთარ თავს ვიცავდით - ეს ომი ერთმნიშვნელოვნად რუსეთმა დაიწყო. ყველა, ვინც საპირისპიროს ამბობს, ამით სამხილს აძლევს რუსეთის ფედერაციას, რომელიც შემდეგ საკუთრივ ჩვენს წინააღმდეგ იყენებს ამ ყველაფერს. აქ კოლაბორაციის მოდელთანაც გვაქვს საქმე. რეალურად, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსეთს სამხილს აძლევენ, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი