გიორგი შარაშიძე - თუ „ლელომ“ გადაწყვიტა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად „გატესტოს“ მერაბ სეფაშვილი, „გატესტოს“, ეს მისი ნებაა, პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ საბოლოოდ, კანდიდატზე ერთობლივად უნდა შევთანხმდეთ

თუ „ლელომ“ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად „გატესტოს“ მომღერალი მერაბ სეფაშვილი, „გატესტოს“, ეს მისი ნებაა და ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ საბოლოოდ, კანდიდატზე ერთობლივად უნდა შევთანხმდეთ, - ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის ერთ- ერთ კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს.

როგორც შარაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, ჯერჯერობით, კანდიდატების განხილვის ეტაპი მიმდინარეობს და საბოლოოდ, „გახარია-საქართველოსთვის“ და „ლელო“ ერთობლივად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება მათ მიერ დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატი.

„ჩვენ ვართ შეთანხმებული, რომ კანდიდატი შეთანხმებული იქნება. ჩვენ და ლელოს“ შეთანხმების პრობლემა არ გვექნება, არც თბილისის მერობის კანდიდატზე და არც სხვა კანდიდატებზე. მერწმუნეთ, ეს შემიძლია გარანტირებულად გითხრათ. მერაბ სეფაშვილზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შეიძლება განხილვა იყო. მაშინ არ იქნებოდა განხილვის პროცესი და პირდაპირ იქნებოდა დასახელებული ერთი კონკრეტული კანდიდატი. განხილვის პროცესში ყველა კანდიდატს აქვს არსებობის უფლება. შესაბამისად, „ლელომ“ თუ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად „გატესტოს“ მომღერალი მერაბ სეფაშვილი, „გატესტოს“, ეს მისი ნებაა და ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ საბოლოოდ, კანდიდატზე ერთობლივად უნდა შევთანხმდეთ. არც მარტო „ლელოს“ გადასაწყვეტი იქნება და არც მარტო ჩვენი გუნდის. ჯერ არ შევთანხმებულვართ. კიდევ რამდენიმე დღე გვაქვს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ რომ შეთანხმებისთვის მზად ვართ, ამიტომ მიმდინარეობს სხვადასხვა კანდიდატების განხილვა. მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესი მიმდინარეობს და ყველა კანდიდატს აქვს არსებობის უფლება. საბოლოო შეთანხმება იქნება ერთობლივი, ისეთი, რომელსაც ექნება, როგორც ჩვენი გუნდის, ასევე „ლელოს“ მხარდაჭერა“, - განაცხადა შარაშიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი