გრიგოლ გეგელია ინფორმაციაზე, რომ „ლელო“ თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს - ჩვენ გვყავს ბევრი ძლიერი კანდიდატი, რომლებსაც „ვტესტავთ“ - კანდიდატს საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება უნდა ჰქონდეს

ჩვენ გვყავს ბევრი ძლიერი კანდიდატი, რომლებსაც ვტესტავთ და ვიკვლევთ საზოგადოების აზრს თითოეული მათგანის შესახებ - მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენთ, იყოს დემოკრატიული და საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება ჰქონდეს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია მერობის კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილს განიხილავს.

გეგელიას განმარტებით, პარტიისთვის მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის და სხვა ქალაქების შემთხვევაში სხვა ქალაქებისთვის სწორი და კარგი კანდიდატების დასახელება.

„როგორც პარტიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ჩვენ გვყავს ბევრი ძლიერი კანდიდატი, რომლებსაც „ვტესტავთ“ და ვიკვლევთ საზოგადოების აზრს თითოეული მათგანის შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენთ, იყოს დემოკრატიული და საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება ჰქონდეს. ეს არის სახალხო პროცესი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ კანდიდატის დასახელება, არამედ სწორი და კარგი თბილისელებისთვის და სხვა ქალაქების შემთხვევაში სხვა ქალაქებისთვის მისაღები კანდიდატების დასახელება. ამიტომ, ჩვენ ვართ ძალიან ბუნებრივ, დემოკრატიულ და ლოგიკურ პროცესში და სულ მალე საზოგადოებას იმ ადამიანთა ჯგუფს წარვუდგენთ, ვისაც ბევრი ძალიან ძლიერი კანდიდატების რიგებიდან გამოვარჩევთ“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ინფორმაცია მერაბ სეფაშვილის კანდიდატურის განხილვის თაობაზე „პოსტTV“-მ გაავრცელა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში