დონალდ ტუსკი - უკრაინაში, შესაძლოა, მოხდეს კონფლიქტის გაყინვა - არ მინდა ვთქვა დასასრული, მაგრამ კონფლიქტის გაყინვა უფრო ახლოსაა, ვიდრე უფრო შორს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის შეჩერება შესაძლოა მალე მოხდეს.

„არსებობს გარკვეული სიგნალები და ჩვენ ასევე გვაქვს ინტუიცია, რომ შესაძლოა, მოხდეს კონფლიქტის გაყინვა - არ მინდა ვთქვა დასასრული, მაგრამ კონფლიქტის გაყინვა - უფრო ახლოსაა, ვიდრე უფრო შორს“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

ტუსკმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მისი თქმით, ზელენსკი „ძალიან ფრთხილობს, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი“.

მისივე ინფორმაციით, უკრაინა დაინტერესებულია, რომ პოლონეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღონ ცეცხლის შეწყვეტისა და საბოლოდ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების დაგეგმვაში.

„უკრაინული მხარე ძალიან დაინტერესებულია, რომ ევროპამ, მათ შორის პოლონეთმაც, მონაწილეობა მიიღოს მომავალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და შემდგომ მშვიდობაშიც. ჩვენც დაინტერესებული ვართ მშვიდობა დამყარდეს ჩვენს რეგიონში, რადგან ეს ჩვენს უსაფრთხოებაზეც ძალიან დადებით გავლენას მოახდენს“, – აღნიშნა ტუსკმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს