Fox News - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალი ორშაბათისთვის მზადდება და რომი შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო ადგილია

აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო კვირის დასაწყისში, ევროპაში გაიმართოს, - ინფორმაციას Fox News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, შეხვედრის სავარაუდო ადგილად რომი განიხილება.

„მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ Fox News-ს განუცხადა, რომ შეხვედრა მომავალი ორშაბათისთვის მზადდება და რომი შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო ადგილია“, - წერს გამოცემა.

პარალელურად კი, რუსულმა სააგენტო TASS-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რომი არ იქნება პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის ადგილი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპა შეხვედრის შესაძლო ადგილად განიხილებოდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს