დიღმის მასივში სპორტული მოედანი შენდება

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, მეხუთე კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსებთან მულტიფუნქციურ სპორტულ მოედანს აშენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამგეობამ აღნიშნულ ტერიტორიაზე 54 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, რის შემდეგაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, სპორტული მოედნის მშენებლობა გადაწყდა.

„მოედანი მულტიფუნქციურია და სპორტის სხვადასხვა სახეობაზე იქნება გათვლილი.

სპორტული მოედნის მშენებლობისთვის 295 000 ლარია გათვალისწინებული. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება